სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი, მდიდარია როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.