Friday, April 3, 2015

სათაფლიის მდებარეობა

სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი, მდიდარია როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.

პეტრე ჭაბუკიანი

მხარეთმცოდნე, პედაგოგი, ისტორიული და ბუნების ძეგლების დამცველი, კარსტულ მღვიმეთა მკვლევარი პეტრე ჭაბუკიანი დაიბადა 1889 წლის 5 აგვისტოს ქუთაისში. 1919 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, რის შემდეგაც მთელი ცხოვრება დასავლეთ საქართველოს ბუნებისა და კულტურის ძეგლების დაცვას მიუძღვნა.
1924 წელს, პეტრე ჭაბუკიანმა ქუთაისში, თეთრამიწას გორაზე, ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარს მიაკვლია, სადაც ხუთი ათასზე მეტი კაჟისა და ქვის იარაღი მოაგროვა და ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს გადასცა.
1925 წლის 2 აგვისტოს ექვს მეგობართან ერთად აღმოაჩინა სათაფლიას კარსტული მღვიმე, რომელიც მისივე ინიციატივით ბუნების კეთილმოწყობილ ძეგლად იქცა. პეტრე ჭაბუკიანის ძალისხმევით სათაფლიას მღვიმის მიდამოებში 400 ჰა კოლხური ტიპის ტყე ნაკრძალად გამოცხადდა.
1933 წელს პეტრე ჭაბუკიანმა სათაფლიას მღვიმის მახლობლად, ქვედა ცარცული პერიოდის მერგელოვანი კირქვის შრეებზე, დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა. ნაკვალევი შემდეგ შეისწავლა აკადემიკოსმა ლეო გაბუნიამ, რომელსაც მონოგრაფია მიუძღვნა.
ჭაბუკიანის სათაფლიას დინოზავრი-Sathapliasaurus Tchabukiani Gab. - ასეთი სახელწოდებით შევიდა ეს აღმოჩენა პალეონტოლოგიურ ლიტერატურაში.


დინოზავრის ნაკვალევი

ტურისტები სათაფლიაში

სათაფლიაში ბევრი ტურისტია